BBC: უკრაინაში მეომარი რუსი პატიმრები შეწყალებას აღარ იღებენ

უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად წასული რუსი პატიმრები შეწყალების ნაცვლად ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან ახლა იღებენ პირობით გათავისუფლებას, ჯარში სამსახური კი მათ ომის დასრულებამდე უწევთ. ამის შესახებ ლაპარაკია BBС-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში.
რუსეთის კოლონიებიდან პატიმრების სამხედრო სამსახურში აყვანა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა. 2023 წლის თებერვლიდან ფრონტზე პატიმართა გაგზავნით დაკავებული იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ჯარში წაყვანილ პატიმრებს თავიდან ჰპირდებოდნენ ფულს და ნახევარი წელი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შემდეგ – შეწყალებას.
2023 წლის შუაში პუტინმა დაადასტურა, რომ შეიწყალა ში მიმდინარე ომიდან დაბრუნებული პატიმრები. შეწყალებულთა შორის იყვნენ მკვლელობებისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულები.
BBC-ის ჟურნალისტებმა პატიმართა ნათესავებისა და თავად ომის მონაწილეთა მონაყოლიდან დაადგინეს, რომ კოლონიებში აყვანილი მებრძოლები ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დებენ კონტრაქტებს ერთი წლით და არა ექვსი თვით, როგორც ეს ადრე იყო. უწყებასთან კონტრაქტი ავტომატურად გრძელდება.
გარდა ამისა, მსჯავრდადებულები უკვე აღარ იღებენ პუტინისგან შეწყალებას და პირობით გათავისუფლებულების სტატუსით განაგრძობენ ბრძოლას. ამის შესახებ ნორმა, აღნიშნავს გამოცემა, ახლახან გაჩნდა კანონში. ეს არ არის პირობით-ვადამდელი გათავისუფლება, ვინაიდან ამის მისაღებად სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. პირობით გათავისუფლებისთვის საკმარისია იმ კოლონიის ან სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილება, სადაც აწერენ ხელს პატიმრები კონტრაქტს. ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა ასევე არ არის აუცილებელი, აზუსტებენ პუბლიკაციის ავტორები.
პატიმრები სრულ გათავისუფლებას და ნასამართლობის შესახებ ჩანაწერის გაუქმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ისინი მიიღებენ სახელმწიფო ჯილდოს ან მათ სამსახურიდან დაითხოვენ ომის დამთავრების, ჯანმრთელობის დაკარგვის ან ასაკობრივი ზღვრის მიღწევის გამო.
ჟურნალისტებმა შეისწავლეს Storm Z-ის მებრძოლების ნათესავების შეტყობინებები ჩატში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პატიმრების სპეციალური ასეულის რეკრუტირება ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში შეწყდა. სექტემბრიდან პატიმრები „შტორმ V“- ის ქვედანაყოფებში გადაიყვანეს.
BBC-ის მიერ „მედიაზონასთან“ და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, 23 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რვა ათასზე მეტი პატიმარი დაიღუპა. მათგან ათასზე მეტი იბრძოდა „შტორმ Z-ის“ ან „შტორმ V-ის“ რაზმებში.