“ხალხის ძალამ ივანიშვილის გასამართლება მოითხოვა – ბატონზე გაიქაჩეთ, ბიჭებო?” – მირცხულავა

ხალხის ძალამ ბიძინა ივანიშვილის გასამართლება მოითხოვა. “კოლექტიური ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდესო – 2012 წლამდე და მერე ჩადენილი დანაშაულისთვისო”. სამართლიანობა თუ იქნება დაცული, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო “კოლექტიური ნაცმოძრაობის” მაცოცხლებელი ფინანსური წყარო, ის იყო სოროსის ფონდის მთავარი დონორიც კი და თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბრის მთავარი აქტორი. ჰო და, ბატონზე გაიქაჩეთ ბიჭებო? აბა, მიშა ციხეში გყავთ, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სხვა ჩინიანები თუ უჩიოები ყველა გაასამართლეთ, ვინც არ გაასამართლეთ გადაიპორტირეთ და ზოგი მანდვე გყავთ, “ხალხის ძალაში” ნაცმოძრაობის აპოლიგეტებიც. ვინღა დარჩა? მოკლედ გველები გაუზრდიხართ ბატონ ბიძინას, უბეში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე