“დამცინავი ტონით რომ გვესაუბრება პრემიერი, არც კემბრიჯი ხართ და არც ოქსფორდიო. არც თვითონ არის ჩერჩილი და რატომ არ ვართ კემბრიჯი და ჰარვარდი?! გაიზარდა მათი მმართველობის პერიოდში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება? 0,1%-ია მთლიანი შიდა პროდუქტის მეცნიერების დაფინანსება, რა ჰარვარდის პრეტენზია უნდა გქონდეს! 0,23%-ია მშპ-ს უმაღლესი განათლებისა. ამ პირობებში რომ ჩვენ კიდევ ვმუშაობთ, საერთაშორისო პროგრამები რომ გვაქვს, საერთაშორისო პუბლიკაციებს რომ ვაკეთებთ, მადლობა უნდა გვითხრან. ერთია, რას აკეთებენ და მეორე, როგორ აკეთებენ. იმის გარდა, რომ სისულელეს-სისულელეს ამატებენ, ეს ყველაფერი აკადემიურიო პერსონალის დამცირების ფონზე აკეთებენ, დაგვცინიან” | თქვა Erasmus+ ეროვნული ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლიკა ღლონტმა და უპასუხა კობახიძეს, რომელმაც თქვა: “ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცებ გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი”




