“ნებისმიერ დროს მზად ვართ რომ ამერიკულ მხარესთან დავსხდეთ და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი, სადაც გვეცოდინება რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთებულია, სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი წელი გავიდა უკვე და კონკრეტული ნაბიჯები ტრამპის ადმინისტრაციას არ გადაუდგამს, მაგრამ ჩვენ მაინც მოლოდინის რეჟიმში ვართ. […] ბატონი შათირიშვილის წერილში წერია, რომ ტრამპი არის ომის გამჩაღებელიო? სამწუხაროა, რომ არ გავცნობილვარ. მე არ ვიცი ნამდვილად რას გულისხმობს ომის გაჩაღებაში, ბატონ ტრამპს არანაირი ომი არ დაუწყია. მაგ ნაწილში, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები”. – უთხრა TV პირველის ჟურნალისტს ლევან მაჭავარიანმა.
ივანიშვილის პირადი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ კონსპიროლოგიურ წერილს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს პრეზიდენტი “ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე მშვიდობის მტრედი”.
შათირიშვილის მტკიცებითვე, “დიფ სტეიტის მიერ მართული ევროპა ადრე თუ გვიან კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა”.
ის მიმართავს ქართულ ოცნებას, “დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, გამოვიდნენ და საჯარო ტრიბუნიდან საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე და რთულად მოსასმენი იყოს ის ზოგიერთებისთვის”




