“ჩვენი სიგნალი რუსეთისთვის ესაა” – შოლცი

ომი ში დაიწყო და გრძელდება იმის გამო, რომ პუტინს სურდა უკრაინული სახელმწიფოს განადგურება და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: ს სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე… თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი საერთო სიგნალი რუსეთისთვის უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რამდენი ხანიც ამას დასჭირდება”.

ასევე დაგაინტერესებთ