ოქრო 21%-ით გაუფასურდა, ვერცხლის ფასი კი რეკორდულად დაეცა

Bloomberg-ის ცნობით, ძვირფასი ლითონების ფასების მკვეთრი ვარდნა გაგრძელდა დღესაც, რითაც ბოლო თვეების რეკორდული ზრდა წაშალა.
ოქროს სპოტური ფასი 10%-ით დაეცა, გასულ ხუთშაბათს მიღწეულ ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით კი თითქმის 25%-ით შემცირდა. დღეს დილით, ოქრო უნციაზე 4,565 დოლარით ივაჭრებოდა.
პარასკევს დღის შიდა რეკორდული ვარდნის შემდეგ, ვერცხლი კიდევ 15%-ით დაეცა. ამჟამინდელი ფასი უნციაზე დაახლოებით 75 დოლარია. პლატინა და პალადიუმიც წითელ ნიშნულზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება