ღაზაში, გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ღაზაში, გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი, თომას უაითი ავრცელებს.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 75-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეგახსენებთ, ღაზაში, ქალაქ ხან იუნისში მდებარე გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა. ს თავდაცვის ძალებმა მომხდარში მონაწილეობა გამორიცხა და განაცხადა, რომ შენობას შესაძლოა „ჰამასის“ რაკეტა მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ