ჩამოვარდნილ ილ-76-ში რუსი VIP-ები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ბორტზე არ აუშვეს — უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, ბელგოროდში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავში ს ოფიციალური პირები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლო მომენტში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) მათ აუკრძალა ბორტზე ასვლა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი „რადიო თავისუფლებასთან“ კომენტარში ასევე ამბობს, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ადგილობრივ მორგში მხოლოდ ხუთი ცხედარი გადაასვენეს.
მისი თქმით, უკრაინის დაზვერვამ ამის შესახებ ილ-76-ის ავარიის შემდეგ შეიტყო.
ანდრეი იუსოვი ასევე დასძენს, რომ რუს მაშველებს ავარიის ადგილის დათვალიერების უფლება არ მისცეს.
„ბორტზე ნამდვილად უნდა ყოფილიყო რუსეთის რამდენიმე VIP სამხედრო-პოლიტიკური ოფიციალური პირი. მათი ვინაობა ცნობილია და დასახელდება, მასალები მოწოდებული იქნება საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში.
მაგრამ ბოლო მომენტში ФСБ-მ ფაქტობრივად უბრძანა მათ, არ ჩამსხდარიყვნენ ამ თვითმფრინავში და არ გამოეყენებინათ ტრანსპორტის სხვა საშუალებები“, — განაცხადა ანდრეი იუსოვმა.
რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“ ბელგოროდის ოლქში 24 იანვარს ჩამოვარდა. მოსკოვში ამბობენ, რომ დაღუპულთა შორის 65 უკრაინელი ტყვე იყო და ხომალდის ჩამოგდებაში ს ადანაშაულებენ. კიევში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას უკრაინული ძალების მიერ.