ლოს-ანჯელესში პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს – გრემი 68-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა პუერტო-რიკოელი რეპერის Bad Bunny-ის Debí Tirar Más Fotos. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთავარი ჯილდო მთლიანად ესპანურენოვან ალბომს მიენიჭა. სცენაზე გამოსვლისას არტისტმა განაცხადა – „ICE out“, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა; მოწოდება აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებებს ეხმიანებოდა.
საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაში გაიმარჯვა Kendrick Lamar-ისა და SZA-ს კომპოზიციამ Luther. კენდრიკ ლამარმა „გრემი“ საუკეთესო რეპ-ალბომის კატეგორიაშიც მიიღო.
საუკეთესო ვოკალურ პოპ-ალბომად აღიარეს ლედი გაგა-ს MAYHEM, ხოლო წლის სიმღერად – ბილი აილიში-ს Wildflower.




