დნეპრზე რუსეთის დარტყმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა

გასულ ღამეს დნეპრში რუსეთის დარტყმის შედეგად ქალი და მამაკაცი დაიღუპნენ. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ განჟამ განაცხადა.
„დნეპრში მტრის უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – ქალი და მამაკაცი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, – დაწერა მან.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, სრულად დაინგრა ერთი კერძო სახლი, კიდევ ორი კი დაზიანდა. ასევე დაზიანებულია მსუბუქი ავტომობილი. გარდა ამისა, როგორც განჟამ აღნიშნა, საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს – გამოიყენეს არტილერია და FPV-დრონები.
„დარტყმები განხორციელდა რაიონულ ცენტრსა და მარგანეცის თემზე. დანგრეულია ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და ოთხი კერძო სახლი, დამხმარე ნაგებობა, კაფე, რამდენიმე მაღაზია და ავტომობილები. დაზიანებულია გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი“, – განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში