როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად – ჯო იულსონი

მაშინ, როდესაც უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ახალი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
ჯო უილსონი სოციალურ ქსელში გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ სტატიას აზიარებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” რამდენიმე გემი ქართულ პორტებსაც სტუმრობს ხოლმე“.
„აღმაშფოთებელია! მაშინ, როდესაც უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ახალი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად. სისხლიანი ნავთობის გადატანის მიზნით საიდენტიფიკაციო სისტემის გათიშვა ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაა“, – წერს უილსონი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური: პეტერ მადიარის გამარჯვება ეს არის ევროპის ძალიან დიდი გამარჯვება, ორბანი წარმოადგენდა რუსეთის მთავარ “ტროას ცხენს” ევროპაში – დაეცა ის ბასტიონი, რომელსაც ემყარებოდა „ქართული ოცნება“

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი – არსებობს ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა – ის ვრცელი და შინაარსიანია, ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმაზე