ეს არის დაინტერესებულ პირთა წრე, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, პირდაპირ დემონიზაციაზე გადადიან, ეს არის მტრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ –

მმართველი გუნდის შეფასებით, დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რეალობა კი სულ სხვაა, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნითდა რეიტინგით დასტურდება.
“ეს იმ პირთა წრე არის, რომელიც ზუსტად ანალოგიურად, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ იძახდა, რომ საქართველო არ არის მზად, არ არის ღირსი და საქართველო ვერ ასრულებს ვერც ერთ პირობას და ჩამორჩება ყველას და ყველაფერს.
ეს არის იმ დაინტერესებულ პირთა წრე, რომელიც მუდმივად საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. არის ერთი რეალობა, რომლის საფუძველზეც საქართველო დამსახურებულად გახდა კანდიდატი ქვეყანა და არის ის განგრძობითი ბრძოლა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და სამწუხაროდ, მათთან აფელირებული გარკვეული არასამთავრობოები და კონკრეტული პირები ახორციელებენ. პირდაპირ დემონიზაციაზე გადადიან და ეს არის მტრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე პოლიციელებს – თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა