უკვე მიდის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2 შექმნან, თუმცა შეფუთავენ და იტყვიან, რომ არის ე.წ. მესამე ძალა – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2 შექმნან.
“უკვე მიდის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2 შექმნან, თუმცა ფორმატს, რა თქმა უნდა, შეფუთავენ და იტყვიან, რომ არის ე.წ. მესამე ძალა, ამიტომაც არის, რომ ვითომ გახარია და “ლელო” “ნაცმოძრაობას” ემიჯნებიან და უნდათ, რომ გადაალახინონ 5%-იანი ბარიერი ე.წ. მესამე ძალას. ვის წარმოუდგენია, რომ გაიყიდება ის პროდუქტი, რომ გვარამია, მელია ან თუნდაც “ლელო”, თითქოს არ არიან “ნაციონალური მოძრაობა”, – აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა