კიევში გათბობის გარეშე 253 მრავალსართულიანი სახლი რჩება

კიევში გათბობის გარეშე 253 მრავალსართულიანი სახლი რჩება, – ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისი თქმით, პარასკევს დილიდან გათბობას 125 სახლი მიუერთეს.
„კომუნალური და ენერგეტიკული სამსახურები აგრძელებენ მუშაობას, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება აღმოფხვრან, რომლებიც დედაქალაქზე მტრის შეტევებმა გამოიწვია. ისინი ცდილობენ, კიეველების სახლებში გათბობა აღადგინონ“, – დაწერა კლიჩკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “