გარდაიცვალა მსახიობი კეტრინ ო’ჰარა

71 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კეტრინ ო’ჰარა. ინფორმაცია მისმა აგენტმა დაადასტურა.
ო’ჰარა ყველაზე მეტად ცნობილია კევინის დედის როლით პოპულარულ ფილმში „მარტო სახლში“ (Home Alone).
2010-იანი წლების შუა პერიოდში მან მილიონობით ახალი თაყვანისმცემელი შეიძინა, როდესაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა კომედიურ სერიალში „შიტს კრიკი“ (Schitt’s Creek).
ო’ჰარამ პროფესიული კარიერა 1970-იანი წლების შუა პერიოდში, მშობლიურ კანადაში დაიწყო და მონაწილეობას იღებდა კომედიურ ტელეშოუებში. ის მხოლოდ მსახიობი არ ყოფილა – თავადვე წერდა გადაცემების სცენარებს, რისთვისაც 1982 წელს თავისი პირველი „ემი“ დაიმსახურა.
თუმცა, მის კარიერას ყველაზე მეტად დაეხმარა საშობაო კომედია „მარტო სახლში“, რომელშიც მთავარ როლს მაკოლეი კალკინი ასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “