რატი იონათამიშვილი: …ისინი იქნებიან მემკვიდრეები იმ პირების, ვინც საბჭოთა კავშირის დროს “დანოსებს” წერდა მოსკოვში”

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი 6 ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.
ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა.
არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და მათი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებენ და ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს ეწევიან – ასეთია მმართველი გუნდის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე.
“ობიექტური დასავლელი პარტნიორები ხაზგასმით ამბობენ და ყველა კვლევა ამას ადასტურებს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, მაშინ, როდესაც ადგილობრივი ე.წ. ენჯეოები ამბობენ, რომ პირიქით, თითქოს საქართველო არის აუთსაიდერი. შესაბამისად, ორივე მართალი ვერ იქნება. აქ ფაქტი არის, რომ ორივე ადამიანებს აქვთ კონკრეტული დაკვეთა და ამ დაკვეთის მიზანი არის, რომ ახლა უკვე ხელი შეუშალონ საქართველოსთვის მოლაპარაკების კარის გახსნას, ისევე როგორც აქამდე უნდოდათ ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ ორივე შემთხვევაში ისინი დარჩებიან ხელმოცარულები, როგორც აქამდე ყოველ ჯერზე, უბრალოდ ერთი რაღაცა მოხდება – ეს ადამიანები იქნებიან მემკვიდრეები იმ პირების, ვინც საბჭოთა კავშორის დროს “დანოსებს” წერდა მოსკოვში”, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას