-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა, თუმცა დაფინანსების შეწყვეტა კვლავ სავარაუდოა

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე მთავრობის დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა, თუმცა დაფინანსების შეწყვეტა კვლავ სავარაუდოა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სენატის ზედა პალატამ ეს გადაწყვეტილება 71 ხმით 29-ის წინააღმდეგ მიიღო, რაც, გავრცელებული ცნობით, ორპარტიულ მხარდაჭერაზე მიუთითებს.
მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცებას -ის სენატის დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრებს შორის მიღწეული შეთანხმება უძღვოდა წინ, რომლის მიხედვითაც, თეთრმა სახლმა ფისკალური წლის დარჩენილი პერიოდისთვის მთავრობის ნაწილის დასაფინანსებლად ხარჯების ხუთი კანონპროექტი, ასევე საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსების დროებითი ზომა უნდა მიიღოს.
კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომელსაც მის დასამტკიცებლად დრო სჭირდება. მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ყველაზე ადრეული სხდომა, შესაძლოა, ორშაბათს გაიმართოს და აღნიშნა, რომ პალატის მოთხოვნაა, ტექსტი კენჭისყრამდე 72 საათით ადრე იყოს ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, 2025 წლის აშშ-ის ფედერალური მთავრობის „შათდაუნი“ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო და 43 დღე გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი 2025 წლის 13 ნოემბერს მოაწერა, რითიც „შათდაუნი“ დასრულდა.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)