ბექა კობახიძე: ირაკლი კობახიძემ დამცინავად თქვა დღეს, თურმე ილიაუნი არის ოქსფორდიო…

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
ირაკლი კობახიძემ დამცინავად თქვა დღეს, თურმე ილიაუნი არის ოქსფორდიო.
ამ ნოტზე, საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას მომდევნო სემესტრიდან შემოუერთდება კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი Hubertus Jahn. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და ფუფუნებაა. დიდი მადლობა მას.
სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელთა ცხრილი მომდევნო სემესტრში:
ორშაბათი
“ხანგრძლივი მეცხრამეტე საუკუნე” – Alexander Mikaberidze, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
სამშაბათი
“ნაციონალიზმი” – Adrian Brisku, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი.
ოთხშაბათი
“Fin de Siecle” (საუკუნის დასასრული) – ჰუბერტუს იანი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი.
ხუთშაბათი
“რუსეთის ისტორია პეტრე დიდიდან ლენინამდე” – ალექსანდრე მიქაბერიძე, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
პარასკევი
“საქართველოს ისტორია 1890-1921 წლებში” – Stephen Jones, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი.
ასეთი პროგრამის აწყობაზე მილიონებს ხარჯავენ და ვერ აწყობენ, ჩვენ კი მეგობრობით, ხათრით და მინიმალური დანახარჯებით გავაკეთეთ ეს.
და აი ამის დახურვა უნდათ, რადგან თურმე ტრადიციულად ისტორია არ ისწავლებოდა ილიაუნიში. რომელ ტრადიციაზეა საუბარი? საბჭოთაზე?
და ვისი ექსკლუზივი უნდა გახდეს საქართველოს ისტორია? ვინც 2003 წლამდე ფულს იღებდა სტუდენტების უნივერსიტეტში “მოწყობაში”?
მტრის ურდო რომ შემოესევა ქვეყანას, ეგეთი მდგომარეობაა.
შეგახსენებთ, რომ ბექა კობახიძე „ოცნების“ პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა: „ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბათ გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ