ირაკლი : მე არასდროს არ მიმიღია დაფინანსება ქვეყნის გარედან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, არასდროს არ მიმიღია ასეთი დაფინანსება

“მე არასდროს არ მიმიღია დაფინანსება ქვეყნის გარედან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, არასდროს არ მიმიღია ასეთი დაფინანსება. ეს კანონი მაშინ, რომ ყოფილიყო, მე ასეთი ჰიპოთეტური კანონი არასდროს დამირღვევია” | თქვა კობახიძემ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
“…მე არასამთავრობო სექტორში არასდროს მიმუშავია. ეს იყო UNDP. UNDP არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, მე არასამთავრობო ორგანიზაციაში არასდროს მიმუშავია” – უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას: “ეს კანონი რომ მოქმედებდეს თქვენ შემთხვევაში, თქვენ შეძლებდით მალევე არასამთავრობო სექტორიდან გადასვლას”?
🔴 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ოცნება რამდენიმე შეზღუდვას აწესებს, მათ შორის, მკაცრდება გრანტების შესახებ კანონი და რიგ შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც წესდება. ოცნებას შემოაქვს ტერმინების ახალი განმარტებებიც. ცნობილია, რომ გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს