ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ ათობით მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისში სამხედრო ოპერაცია გრძელდება და 98-ე დივიზიის სნაიპერებმა ალ-ამალის რაიონში „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი მოკლეს. ასევე, საჰაერო იერიშების შედეგად ხან იუნისში „ჰამასის“ 10 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ხან იუნისში „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა და იარაღი გაანადგურეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქი ხან იუნისი ალყაში მოაქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში – სწორი იქნება ბრძოლა გავაგრძელო პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით