რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი აქციას მართავს. ისინი ითხოვენ გადაიდოს კლინიკის ნაწილის დემონტაჟი, სანამ საავადმყოფოს მიმდებარედ სხვა ახალი კლინიკა არ აშენდება. ამ პერიოდის განმავლობაში მათ სურთ საქმიანობის გაგრძელება.
“არ გვაქვს იმის ილუზია, რომ არ ჭირდება ამ შენობას ან რეკონსტრუქცია ან განახლება. თანამედროვე კლინიკის წინააღმდეგი დღეს, 21-ე საუკუნეში, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ არ შეწყდეს ამ კოლექტივის ფუნქციონირება. მეორე, რაც მთავარია, არ დაიშალოს ის კოლექტივი, რომელიც აქ მრავალი წლის მანძილზე მუშაობს. ვითხოვთ, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს სამედიცინო საქმიანობა”, – განაცხადა ექიმმა ლევან გოფოძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 50 ექიმი სხვადასხვა კლინიკაში უკვე გადანაწილებულია, მათ შორის რუხის სამედიცინო ცენტრში და კერძო კლინიკებშიც.
ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლებისთვის კომპენსაციების შეთავაზებაც. თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი, თუ სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, ოთხი თვის ხელფასს მიიღებს.
სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, სამი წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა