„ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ეს გაუაზრებელი რეფორმა, რომელიც დისკუსიის, საუბრის, პოზიციების შეჯერებით არ გაცხადებულა, შეჩერდეს ან გაუქმდეს ან ისევ ჯანსაღ პროცესში გადავიდეს, როდესაც აკადემიურ წარმომადგენლებს, აკადემიურ პერსონალს მიეცემა შესაძლებლობა, დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა საკომიტეტო მოსმენის დროს აუცილებლად რექტორი, კანცლერი და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული, რათა ეს დისკუსია შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ჩვენს ზურგს უკან ძალადობრივ ქმედებებს აქვს ადგილი და ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მიიღებს თავის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“ | განუცხადა პუბლიკას ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ივანე გიორგაძემ.




