მოვუწოდებთ “ოცნებას”, ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს ეუთოს მისიის მუშაობას – ნიდერლანდების საგარეო

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 29 იანვრის განცხადებას ავრცელებს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ნიდერლანდების საგარეო შეშფოტებას გამოთქვამს საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით და “ოცნებას” მოუწოდებს, ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს საქართველოში ეუთოს მისიის მუშაობას.

 “დღეს ნიდერლანდებმა და ეუთოს მონაწილე 23-მა ქვეყანამ “მოსკოვის მექანიზმი” აამოქმედა, რაც გულისხმობს ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.

ჩვენ რამდენჯერმე გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში დემონსტრაციების დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა ანგარიშებში ასახულ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო.

იმედი გვაქვს, რომ “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს მისიის მუშაობას.” – ნათქვამია განცხადებაში.