გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის გადადებულ შეხვედრაში “ბაიერნმა” “უნიონს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური ეპიზოდი კი 74-ე წუთზე დაფიქსირდა. მიუნხენელთა შემტევი ლეროი სანე ბერლინელთა მთავარი მწვრთნელიდან ნენად ბიელიცადან ბურთის გამორთმევასა და მატჩის სწრაფად განახლებას აპირებდა, თუმცა სტუმართა ხორვატმა დამრიგებელმა მას ბურთი დროულად არ მიაწოდა, რამაც გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია.
სანემ ცადა, რომ ბიელიცასთვის ბურთი წაერთმია, რის შემდეგაც ხორვატმა მას სახეში ხელი გაარტყა. “უნიონის” მწვრთნელი გააძევეს და შესაძლოა, მას სასჯელი უფრო დაუმძიმდეს, თავად ლეროიმ კი ყვითელი ბარათი მიიღო.