გაიცანით ბიორნ იონსენი – ქუთაისის “ტორპედოს” ნორვეგიელი ახალწვეულის მიერ გატანილი გოლები [VIDEO]

ქუთაისის “ტორპედომ” 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა და მას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
მას ნორვეგიის ნაკრებში 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს გამოცდილი შემტევი ნიდერლანდებში, “კამბურში” ასპარეზობდა, იქამდე კი “დენ ჰააგის”, “ალკმაარის”, “ულსან ჰიუნდაის”, “როსენბორგის”, “ჰართსისა” და “მონრეალის” ღირსებასაც იცავდა.
გთავაზობთ იონსენის მიერ გატანილ რამდენიმე გოლს, რითაც ამ ფეხბურთელზე წარმოდგენა შეგექმნებათ.
ტარანის ტიპის ტიპიური ფინიშერი ფორვარდია თავითაც მაგრად თამაშობს. ამას სტივი ფორმაში შეიყვანს და ჯერ ელიგაშიც ბევრს შეყრის და გუნდს სერიოზულად დაეხმარება ევროტურნირებზე. იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა ხალხს და იქნებ თქვენ მაინც გვასახელოთ ევროტურნირებზე. ულევი წარმატებები მას ტორპედოსთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში