ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
“ყველას შეგეხებათ ეს კანონი” – არის ტყუილი.
ყველამ იცის, რომ ეს “კანონი” მხოლოდ იმათ შეეხება, ვინც ხმას ამოიღებს.
გაჩუმდი და არავინ შეგეხება.
მაგრამ აი რა შეგეხება – ყველას შეიძლება შეგეხოთ უსამართლობა.
და ხმის ამომღები არ გეყოლებათ ირგვლივ, თუ ოდესმე დაგჭირდათ. და რა გარანტია, რომ არასოდეს დაგჭირდებათ “ნორმალური სასამართლო”, თავისუფალი მედია, ხმის ამომღები ადამიანი?! და ასე შემდეგ?!
აგერ, ჯუანშერს დაჭირდა.
მოკლედ, ოდესმე თუ სახელმწიფომ, სუს-ის უფროსმა, გამგებელმა, ფულიანმა ბიძამ ან ვიღაც გავლენიანი მამიკოს ლაწირაკმა შვილმა დაგჩაგრათ – ვერაფერს იზამთ. კაციშვილს ვერ მონახავთ, გვერდში დაგიდგეთ.
ესაა და ეს.
“აქეთა” მხარეც რა თავს ვიკლავთ, “არა შეჯდა მწყერი ხესა” Parteigenossen




