ეუთო-ს 24-მა ქვეყანამ საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა

საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად ეუთო-ს 24-მა ქვეყანამ მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა.
ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, , , ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, , შვედეთი.
ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს.
„როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მან ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა არის მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის არსებითი ფაქტორი, რაც აუცილებელია სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად.
2024 წლის დეკემბერში 38-მა სახელმწიფომ აამოქმედა ეუთოს ვენის მექანიზმი, რათა გამოეხატათ შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოეთხოვათ მეტი ინფორმაცია. ჩვენმა დელეგაციებმა, ისევე როგორც სხვებმა, არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი წუხილი მუდმივმოქმედ საბჭოში, რადგან მიგვაჩნია, რომ საბჭო არის მნიშვნელოვანი ფორუმი მონაწილე სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და კონსულტაციების ხელშესაწყობად.
თუმცა, ჩვენი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანური განზომილების საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა.
შეგახსენებთ რა, რომ ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანური განზომილების სფეროში ვალდებულებების შესრულების ერთობლივ განხილვაზე, და განსაკუთრებით ასტანაში მონაწილე სახელმწიფოთა შეთანხმებას, რომ „ადამიანური განზომილების სფეროში აღებული ვალდებულებები წარმოადგენს ყველა მონაწილე სახელმწიფოს პირდაპირი და ლეგიტიმური ინტერესის საგანს“, ჩვენ ავამოქმედებთ მაშინდელი ეუთო-ს (CSCE) ადამიანური განზომილების კონფერენციის 1991 წლის მოსკოვის შეხვედრის დოკუმენტის მე-12 პარაგრაფს, რათა დაფუძნდეს ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, განსაკუთრებული აქცენტით 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებულ მოვლენებზე.
ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ჩართულობას ჩვენს დელეგაციებთან 2025 წლის განმავლობაში და სწორედ კონსტრუქციული მიდგომის სულისკვეთებით მისწერეს დღეს ჩვენმა დელეგაციებმა ოდირის დირექტორს.
ჩვენ მხედველობაში ვიღებთ საქართველოს პასუხს 2024 წლის ვენის მექანიზმის ფარგლებში დასმულ კითხვებზე და მოვუწოდებთ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას, მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. მსგავსი ჩართულობა იქნება კეთილი ნებისა და კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის მზადყოფნის დემონსტრირება. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის დოკუმენტის მე-10 პარაგრაფის თანახმად, მისიის ერთი წევრი შეიძლება შეირჩეს საქართველოს მიერ ადამიანური განზომილების მექანიზმის ექსპერტთა სიიდან, რომელსაც აწარმოებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR).
ჩვენ მოველით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან მუშაობას მისიის მოწყობის საკითხებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის მექანიზმი ბოლო წლებში გააქტიურდა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა:თურქმენეთი, ბელარუსი, და აზერბაიჯანი.
2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმის გაააქტიურა იმ მოვლენების კვალდაკვალ, რაც საქართველოში 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა.
ეუთოს ადამიანური განზომილების მექანიზმი არის იმ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის (ადამიანური განზომილება) სფეროში აიღეს. ადამიანური განზომილების მექანიზმი შედგება ორი ინსტრუმენტისგან: ვენის მექანიზმი (დაარსდა ვენის 1989 წლის დასკვნით დოკუმენტში) და მოსკოვის მექანიზმი (დაარსდა 1991 წელს მოსკოვში ადამიანის განზომილების კონფერენციის ბოლო შეხვედრაზე). ეს უკანასკნელი ავსებს და აძლიერებს ვენის მექანიზმს.
ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, დასვან კითხვები ეუთოს სხვა ქვეყნებში ადამიანური განზომილების ვითარებასთან დაკავშირებით. მოსკოვის მექანიზმი მონაწილე სახელმწიფოში დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტების მისიების გაგზავნის საშუალებას იძლევა.
2024 წელს საქართველოს ოპოზიციური პარტიები სწორედ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ითხოვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან