“დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე” – ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცის, ქიშო დოლაბერიძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დაკარგულის მეუღლე, მაგდა თევდორაძე სოციალურ ქსელში წერს, მას 23 იანვრის შუადღის 3 საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ინფორმაციის შემთხვევაში, პოსტში მითითებულ ნომერზე დაუკავშირდნენ.
“მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო გთხოვთ დამეხმარეთ! დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე. 23 იანვრის 14:00-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით.
ხელვაჩაური--ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ… კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს დან გამოდის ქუთაისის მიმართულებით… გადაადგილდება ფეხით…
პოლიცია ვერ პოულობს ჯერ-ჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა შეგვრჩა, რომ უფრო მალე თქვენ დაგვეხმარებით.
თუ ვინმემ დაინახეთ, ან დაინახავთ, დარეკეთ ამ ნომერზე: 597 82 88 02 მაგდა.
უმორჩილესი თხოვნაა გადააზიარეთ პოსტი ვინც ნახავთ!!” – წერს მაგდა თევდორაძე facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში