“გახარია საქართველოსთვის” ამერიკის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მათ აშშ კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია „ქართული ოცნების” მიერ ბოლო წლებში „შეცვლილი საგარეო“ კურსისა და“ დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის უფლებების შემზღუდველი რეპრესიული კანონების შესახებ“.
„გუნდის წარმომადგენლებმა აშშ კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია „ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ ბოლო წლებში შეცვლილი საგარეო კურსისა და დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის უფლებების შემზღუდველი რეპრესიული კანონების შესახებ, პარტიის საპარლამენტო გუნდის საკანონმდებლო ინიციატივებზე და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე.
მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიის განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების გზაზე.
იმედი გვაქვს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა აღდგება და ამერიკის მხარდაჭერით საქართველო შეძლებს დემოკრატიული განვითარების შეუქცევად გზაზე დაბრუნებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




