“ყაველაშვილი ღარიბაშვილი შეწყალებას არ აპირებს” – ლადო ბოჟაძე

“ალიამ” ჯერ კიდევ გუშინ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, მის შეწყალებას ითხოვენ. როგორ უნდა შეიწყალოს ის ყაველაშვილმა, როცა სასჯელის ის ნაწილიც არ აქვს მოხდილი, რომლის შემდეგაც შეწყალება შესაძლებელია, გაუგებარია. დღეს ოცნების ლიდერებმა ღარიბაშვილის შეწყალებაზე ისე გააკეთეს კომენტარები, არც ერთს არ უთქვამს, რომ კანონით, მას ჯერ შეწყალების თხოვნაც კი არ შეუძლია.
ოცნების წევრი, ლადო ბოჟაძე:
“საქართველოს პრეზიდენტი მის შეწყალებას არ აპირებს, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ეჭვები თავიდანვე გამოითქვა, თუმცა პრეზიდენტმა, ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობის შემდეგ ორჯერ გამოსცა შეწყალების აქტი და იქ არ ყოფილა. საკითხი დგას ძალიან მარტივად, ადამიანმა აღიარა დანაშაული და მიესაჯა სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს”

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში