ჟურნალისტი თამო კეშელავა:
თინა ხიდაშელმა ბრძანა დღეს, კობახიძე გერმანიაში რომ იყო, იქ ალბათ, მხოლოდ ფაშისტური და ჰიტლერის გზა ისწავლაო.
კობახიძის კრიტიკა, ლანძღვა, ჯანდაბა, გინება თუ არ შეგიძლია გერმანიის შეურაცხყოფის გარეშე – უნდა მოკეტო.
ლამის 1 საუკუნეა, არაფერი მსგავსი გერმანიაში აღარ ისწავლება. არც მხოლოდ და არც ნაწილობრივ. ვერც ერთ უნივერსიტეტში და ვერც ერთ უწყებაში, მსგავსს ვერ ისწავლი იქ, პირიქით.
არაერთი ქართველი სწავლობდა გერმანიაში და დაგიდასტურებს.
არაერთი ქართველი ცხოვრობს და დაგიდასტურებს.
აბა, ახლა, ჰიტლერის ისტორიის სწავლას გერმანიაში ყოფნა არ სჭირდება.
თუ იტყვი, რომ არ გინდოდა ამის თქმა – ოკეი, ოღონდ, პოლიტიკაში რა უნდა პირს, რომელიც ვერ აკონტროლებს რისი თქმა უნდა და რისი – არა?
კალამბურების წერას უნდა ნიჭი – ყველას არ გამოდის და ვარდება იმ დღეში, რა დღეშიც ახლა ეს.
კობახიძემ ჰიტლერის გზაც და სტალინის გზაც ისწავლა აგერ, აქ, სოლოლაკში, იმ ბიძინასგან, რომელსაც, თურმე, კი ატყობდით, რაღაც ვერ ჰქონდა რიგზე, მაგრამ მაინც მის გუნდში იყავით, სანამ…




