მედიის ცნობით, ირანში საპროტესტო აქციებისას, სულ მცირე, 6 159 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს, სულ მცირე, 6 159 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას სააგენტო HRANA ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთაგან 5 804 აქციის მონაწილე, 214 უსაფრთხოების ოფიცერი, 92 ბავშვი და 49 ისეთი პირია, რომლებსაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამასთან, დაკავებულია 42 200 ადამიანი.
ოფიციალური თეირანის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 3 117-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ უკვე რეგიონში იმყოფება. აშშ-ის საჰაერო ძალებმა კი, ახლო აღმოსავლეთში წვრთნების ჩატარების შესახებ განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, თუმცა თარიღი და ადგილმდებარეობა არ საჯაროვდება.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება