მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის, “ფინანსური განათლება სკოლაში”, დასკვნითი ღონისძიება შედგა

მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის – “ფინანსური განათლება სკოლაში”, დასკვნითი ღონისძიება შედგა. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა.
პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსის მიზანი, მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდა და თემის ეფექტურად სწავლების ხელშეწყობაა.
კონკურსის ორგანიზატორთა შორის არიან ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პორტალი “ფინედუ”, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო