შეთანხმება გარკვეული პირობებით – კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი პატრონი თანახმაა 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს

შეთანხმება შედგა – კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინის ახალი პატრონი, დარეჯან დვალი თანახმაა, 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს, იმ პირობით თუ – “ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები” შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას.
ადვოკატის განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი პირობა – დარეჯან დვალს ერთი თვის განმავლობაში უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი დღის წინ მოექცა, როდესაც გამოსახლების ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობდა. დააკავეს 20 ადამიანი. ამ ყველაფერს კი წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა. ხატიაშვილები უარს აცხადებდნენ დარეჯან დვალის შეთავაზებაზე ქავთარაძის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება საჩუქრად მიეღოთ და ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი გარიგება რისკებს შეიცავს. დვალმა ბინა 2018 წელს საჯარო აუქციონზე შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა