ესპანეთი 500 000 არალეგალ მიგრანტს ლეგალურ სტატუსს მიანიჭებს

ესპანეთის განცხადებით, ქვეყანა 500 000 არალეგალ მიგრანტს ლეგალურ სტატუსს მიანიჭებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება, ესპანეთის ჩრდილოვან ეკონომიკაში შრომითი ექსპლუატაციის შემცირებას ისახავს მიზნად. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა და გაერომ მანამდე განაცხადეს, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შესანარჩუნებლად ესპანეთს წელიწადში დაახლოებით 300 000 მიგრანტი მუშახელი სჭირდება.
„ვაძლიერებთ მიგრაციის მოდელს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, ინტეგრაციას, თანაცხოვრებას და თავსებადობას ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ ერთიანობასთან“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ესპანეთის იმიგრაციის მინისტრმა ელმა საისმა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიგრანტებს „ღირსეული“ ცხოვრების საშუალებას მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!

ირაკლი კაკაბაძე: ქვეყანაში არსებობს როგორც სტრუქტურული, ასევე კულტურული ძალმომრეობა… ამის წინააღმდეგ ბევრი რამ არ კეთდება. უფრო მეტიც, ხშირად პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა ახალისებს ამ ძალმომრეობას