ნატო რომ უფრო ძლიერი იყოს, -ის პარტნიორებიც უფრო ძლიერები უნდა იყვნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ნატო-ს „ხელახლა დაბალანსება“ სჭირდება.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებისთვის საჭიროა, -ის პარტნიორებიც ძლიერები იყვნენ.
„ნატო რომ უფრო ძლიერი იყოს, ჩვენი პარტნიორებიც უფრო ძლიერები უნდა იყვნენ. ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენ ავუხსენით ნატო-ში ჩვენს მოკავშირეებს, არის ის, რომ აშშ მხოლოდ ევროპაზე არ არის ორიენტირებული. ჩვენ ასევე გვაქვს თავდაცვის საჭიროებები დასავლეთ ნახევარსფეროში, ჩვენ გვაქვს თავდაცვის საჭიროებები ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ შეიძლება, ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შეუზღუდავი რესურსები“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მან მოუწოდა ვაშინგტონის მოკავშირეებს, უფრო თამამი ნაბიჯები გადადგან.
„ვფიქრობ, საჭიროა ბალანსის აღდგენა და იმედია, ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა რუბიომ.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე”

4 ოქტომბრის საქმეზე მოწმე პოლიციელი: ათონელის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები ჩვენ მიმართ ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, ქვებს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, რასაც მაქსიმალურად ვითმენდით, მე თავის არეში მომხდა ფილა – ვინ ისროლა, არ დამინახავს