ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა
ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ფრანკფურტის პროკურატურამ განაცხადა, რომ გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ ფრანკფურტსა და ბერლინში Deutsche Bank-ისოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც „როიტერი“ წერს, გერმანიის უმსხვილეს ბანკში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფულის გათეთრების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, რამაც გამოიწვია მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მკაცრი შემოწმება, ჯარიმები და პოლიციის რეიდები. პროკურორების თქმით, გამოძიება ეხება ბანკის თანამშრომლებს.
როგორც „როიტერს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, საქმე ეხება 2013-2018 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს. თავად Deutsche Bank-მა დაადასტურა ჩხრეკა, მაგრამ დეტალების დაკონკრეტებაზე უარი თქვა.
„ბანკი სრულად თანამშრომლობს პროკურატურის ოფისთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!

ირაკლი კაკაბაძე: ქვეყანაში არსებობს როგორც სტრუქტურული, ასევე კულტურული ძალმომრეობა… ამის წინააღმდეგ ბევრი რამ არ კეთდება. უფრო მეტიც, ხშირად პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა ახალისებს ამ ძალმომრეობას