გვეტემალის ნაკრების ფეხბურთელი თბილისის “დინამოში” გადავიდა

თბილისის “დინამომ” გვატემალელი შემტევი დაიმატა, – ამის თაობაზე დედაქალაქური კლუბი ინფორმაციას თავისი საიტით ავრცელებს:
“დინამო თბილისის” რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი – ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა. ვინგერი ჩვენს გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
სანტისმა პროფესიული კარიერა ადგილობრივ “სუჩიტეპეკესში” დაიწყო, შემდეგ კი 4 სეზონი ადგილობრივი ფეხბურთის გრანდ – “კომუნიკასიონესში” გაატარა. ბოლო ორი სეზონი ოსკარი საფეხბურთო კლუბ “ანტიგუას” ღირსებას იცავდა.
ოსკარ სანტისი
გვატემალის ნაკრების წევრია, რომლის რიგებშიც 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.
სანტისი გვატემალის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში