ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც აქვთ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ჩინეთთან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვერ იქნება წინააღმდეგობა ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩინეთთან პარტნიორობას შორის – ირაკლი კობახიძე

ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას შორის.
“როგორც მოგეხსენებათ, შარშან პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რასაც ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვა აქვს. შესაბამისად, ამ შეთანხმების საფუძველზე ამ თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ამის ფონზე ოპოზიციის კრიტიკას ვერ ექნება მყარი დასაბუთება, ერთადერთი, ეს არის პოლიტიკურ სპეკულაციები. ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, რომელთაც თავადაც გაფორმებული აქვთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ჩინეთთან, ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ვერ იქნება წინააღმდეგობა ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩინეთთან პარტნიორობას შორის. დანარჩენი ყველაფერი აბსურდი და სპეკულაციებია. ჩვენ მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური ამოცანა გვაქვს, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამასთან ერთად, ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა”, – აღნიშნა მ.