– ველოდები, რომ ოპოზიცია იმავე აბსურდში შევა, პარლამენტში არ შემოვლენ, როგორი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ გარედან თუ საიდანღაც, არასდროს შევალთ 2021 წლის მსგავს მოლაპარაკებებში

მე ველოდები, რომ ისევ იმავე აბსურდში შევა ოპოზიცია, არ შემოვლენ პარლამენტში, არ აიღებენ მანდატებს, თუმცა ამის წარმატების შანსი არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
“თქვენ წარმოიდგინეთ სურათი, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” მიიღო 30 მანდატი პარლამენტში, ასეთ ვითარებაში ისინი იმავეს გაიმეორებენ, რითაც, საბოლო ჯამში, საკუთარი თავი დაიზიანეს. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სცენარი. მე ველოდები, რომ ისევ იმავე აბსურდში შევა ოპოზიცია, არ შემოვლენ პარლამენტში, არ აიღებენ მანდატებს, თუმცა ამის წარმატების შანსი არ არსებობს. ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არასდროს ხელს აღარ მოვაწერთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, არასდროს შევალთ ისეთ მოლაპარაკებებში, როგორშიც შევედით 2021 წელს. აქედან გამომდინარე, როგორი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ გარედან თუ საიდანღაც, ამ ყველაფრის პერსპექტივა ნული იქნება. ერთ მდინარეში მეორედ შესვლის მცდელობა მათ შეიძლება, ჰქონდეთ, მაგრამ ეს არის განწირული ფიასკოსთვის”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას