: კანონპროექტი, რომლის მიღებაც გუშინ “ოცნებამ” დააანონსა, კატასტროფულია. ეს იმაზე უარესია, ვიდრე აგენტების კანონი. ასეთი რამ არც რუსეთში არის და არც ბელარუსში

პოლიტიკოსი :
კანონპროექტი, რომლის მიღებაც გუშინ “ოცნებამ” დააანონსა, კატასტროფულია. ეს იმაზე უარესია, ვიდრე აგენტების კანონი. ასეთი რამ არც რუსეთში არის და არც ბელარუსში.
იმას, რასაც პუტინმა 20 წელი მოანდომა, ივანიშვილს უნდა 2 წელიწადში მოათავოს.
ამერიკამაც ცოტა უნდა გაახილოს თვალები. სამარცხვინოა, რომ კონგრესში კანონპროექტს, რომელსაც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისთვის ნაწილობრივ მაინც რომ უნდა შეეშალა ხელი, ბლოკავს ვიღაც თაღლითი ნიკანდროსი, “ჭ” კლასის ბიზნესმენი, რომლის “ფრონტერას” კახეთში ერთი ჟანგიანი ნავთობის საქაჩი ედგა თვალის ასახვევად და 28 წელიწადი ატყუებდა ამერიკელ აქციონერებს, რომ იქ იმაზე მეტი ნავთობი და გაზი მოიპოვება, ვიდრე კუვეიტში და აზერბაიჯანში ერთად აღებული. ამ, უკვე გაკოტრებული კომპანის მეპატრონე, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში პალატის სპიკერი და მთავრობაში სახელწიფო დეპარტამენტი მონდომებულია “მეგობარი” აქტის მიღებით, მაინც ახერხებს ერთი ლობისტი სენატორის მეშვეობით ამ ინიციატივის დაბლოკვას.
მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის გულარხეინი დამოკიდებულება, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი ფეხს ვერ მოიკიდებს, რომ ქართველები სხვანაირები (განსაკუთრებულები) ვართ, არის მეტად სახიფათო. საქართველოში კი არა, ესპანეთში იყო დიქტატურა და გერმანიაში.
დრომოჭმული, ამპარტავნული საბჭოთა პერიოდში ფეხმოკიდებული გამოთქვამი- “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”, თითქმის გაქრა ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ დისკურსში. კარგია, რომ მსგავსი სტერეოტიპებისგან ვთავისუფლდებით, რასაც ვერ ვიტყვით იმ პოლიტიკური რისკების შეფასების კონტექსტში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
თვითდამშვიდება და ილუზიები დამღუპველია. საქმე რუსეთთან გვაქვს და არა მის ადგილობრივ მარიონეტთან.
განგაშის დროა!