“2026 წლის მდგომარეობით საქართველოში 667 318 ინდივიდუალური მეწარმეა. რომელიმე კრიტიკას გამოხატავს ივანიშვილისადმი და ჯარიმა 20000 ლარი იქნება”

“2026 წლის მდგომარეობით საქართველოში 667 318 ინდივიდუალური მეწარმეა.
რომელიმე კრიტიკას გამოხატავს ივანიშვილისადმი და ჯარიმა 20000 ლარი იქნება”.- წერს იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოცნებას კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში 40 000 ლარის ოდენობით”. – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე