ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების გამართვა არ უთხოვია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრა და მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩემსა და უიტკოფს შორის კონტაქტი არ ყოფილა და ჩვენი მხრიდან არც მოლაპარაკებების თხოვნა ყოფილა“, – განაცხადა არაღჩიმ.
მისი თქმით, ირანთან კონსულტაციებს შუამავლები აწარმოებენ.
„ჩვენი პოზიცია ნათელია, მოლაპარაკებების გამართვა მუქარის ფონზე არ შეიძლება და მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ გაიმართება, როცა მუქარა და ზედმეტი მოთხოვნები აღარ იქნება“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




