ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ბავშვობის მეგობრის მკვლელობისთვის – “კურიერმა” ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

“კურიერმა”, სოფელ განთიადში მკვლელობიდან რამდენიმე საათში გადაღებული კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის ორი ადგილობრივი მცხოვრები დანაშაულის ადგილზე, სადაც მათ ტახტზე, საბანში გადახვეული ცხედარი ხვდებათ. პოლიცია სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს.
მოკლული მოლდოვის მოქალაქე ალექსეი დარიევია. ის მეგობართან ერთად ბათუმში მშენებლობაზე მუშაობდა. სწორედ სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილი კონფლიქტი გახდა მკვლელობის მოტივი. 36 წლის სერგეი სკაუნმა მეგობარს ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, გვამი საბანში გაახვია და შემთხვევის ადგილი დატოვა.
საქმის მასალებში დევს ვიდეოთვალის ჩანაწერებიც, რომელიც მკვლელობის შემდეგ დამნაშავის მარშუტს ასახავს. კადრებში ჩანს, რომ სერგეი სკაუნი ს ქუჩებში ზურგჩანთით გადაადგილდება. ის სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. კურიერმა გამოძიებისთვის მიცემული მისი ჩვენებაც მოიპოვა.
“კურიერი“ დღეს მოკლულის ძმასაც ესაუბრა. ანატოლი დარიევის ინფორმაციით, მისი ძმა ბავშვობის მეგობარმა მძინარე მოკლა.
მოკლულის ოჯახისგან განსხვავებით გამოძიებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე. ბრალდებული ცდილობდა ნაფიც მსაჯულები დაერწმუნებინა, რომ დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინა.
საქმის პროკურორი კურიერთან ამბობს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარადგინა, მათ შორის მკვლელობის იარაღი, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები. სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ნაფიცმა მსაჯულებმა 37 წლის სერგეი სკაუნი განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მოლდოვის მოქალაქე უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე