აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა 1-ელ, უკრაინა მეორე, საქართველო კი მე-3 ადგილზეა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის (EaP) მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, მეორე ადგილზეა, საქართველო კი მესამეზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აქვეყნებს.
მონიტორინგის თანახმად, უკრაინამ, ომის მიუხედავად, შეძლო თვალსაჩინო წინსვლისთვის მიეღწია რეფორმებში EU-თან დასაახლოებლად. უკრაინისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 14 ნოემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მაინც მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის კომპონენტში. მეოთხე ადგილზეა სომხეთი, სადაც გაზრდილია დემოკრატიის უკანდახევის ნიშნები. აზერბაიჯანი და ბელარუსი კი ყველაზე დაბალი ქულებით, მე-5 და მე-6 ადგილებს ინაწილებენ.
“საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დაღმავალი ტრაექტორიით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში, რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ამ ინდექსით ზედამხედველობის თითქმის ყველა თემატურ სფეროში (კერძოდ, დემოკრატიული უფლებები, და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფო ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა, გარემოს და კლიმატის პოლიტიკა), შეკრების თავისუფლების გამოკლებით”, – ნათქვამია ანგარიშში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის დაახლოების საერთო ქულები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
· მოლდოვა – 0,7
· უკრაინა – 0,66
· საქართველო – 0,63
· სომხეთი – 0,61
· აზერბაიჯანი – 0,47
· ბელარუსი – 0,45
ინდექსის 2023 წლის გამოცემა აფასებს 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე მიღწეულ პროგრეს სამ თემატურ სფეროში: 1. დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, 2. პოლიტიკის კონვერგენცია და 3. მდგრადი განვითარება. თემატური სფეროები, თავის მხრივ, ჩაშლილია ქვეთავებად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეიტინგი დემოკრატიის, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობის სფეროში:
· მოლდოვა – 0,78
· უკრაინა – 0,72
· სომხეთი – 0,7
· საქართველო – 0,65
· აზერბაიჯანი – 0,37
· ბელარუსი – 0,24
პოლიტიკის დაახლოება EU-თან:
· საქართველო – 0,64
· მოლდოვა – 0,64
· უკრაინა – 0,6
· სომხეთი – 0,57
· აზერბაიჯანი – 0,5
· ბელარუსი – 0,38
მდგრადი განვითარება:
· ბელარუსი – 0,72
· მოლდოვა – 0,68
· უკრაინა – 0,67
· საქართველო – 0,6
· სომხეთი – 0,55
· აზერბაიჯანი – 0,53
აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით, ყველა ქვეყნის ქულა, გარდა აზერბაიჯანისა (+0.01), შემცირებულია.
EaP-ის ანგარიშში საუბარია “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ს დაკავებაზეც. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში წერია, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური ნიშნით დაკავებამ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გააუარესა. აქვე, აღნიშნულია, რომ “თუნდაც ერთი ჟურნალისტის უკანონო პატიმრობა წითელი ხაზია და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი მედიის სტანდარტების დაქვეითებას ასახავს
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ს აგრესიამ უკრაინაში არათუ შეასუსტა, გააძლიერა ურთიერთობები EU-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ინდექსის თანახმად, უკრაინის ქულა შეასუსტა ომმა და საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა. სფეროები, რომლებშიც უკრაინამ ყველაზე მეტი პროგრესი აქვს, მოიცავს დამოუკიდებელ მედიას, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი მიუთითებს, რომ უკრაინა და მოლდოვა სტაბილურად ატარებენ რეფორმებს, რომლებსაც ბრიუსელი მათგან მოელის. მოლდოვის მოწინავე ადგილი ახსნილია შთამბეჭდავი შედეგებით საარჩევნო რეფორმაში, პოლიტიკური პლურალიზმის, კორუფციასთან ბრძოლისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.
რაც შეეხება საქართველოს, Eap-ის ინდექსის თანახმად, მან დაკარგა მნიშვნელოვანი ადგილი როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის და პოლიტიკის კონვერგენციის ინდიკატორებში.