შიდაპარტიული არჩევნები ნიუ ჰემფშირში დონალდ ტრამპმა მოიგო – რესპუბლიკელების კალენდარში, შემდეგი კენჭისყრა 8 თებერვალს ნევადაში გაიმართება

შიდაპარტიული ნიუ ჰემპშირში დონალდ ტრამპმა მოიგო და საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. აიოვას კენჭისყრის შემდეგ, ნიკი ჰეილიმ უკვე მეორე შტატი წააგო და ექსპრეზიდენტის უპირატესობა ისევ დიდია. ტრამპს ამჯერადაც არ გაუშვია შანსი ხელიდან, ნიკი ჰეილის შესახებ დამცინავად ელაპარაკა.
ნიკი ჰეილი საარჩევნო მარათონის მიტოვებას არ აპირებს, თუმცა უკვე მეორე წაგების შტატში წაგების შემდეგ, მას სავარაუდოდ გაუჭირდება დონორების დარწმუნება, კამპანიის დაფინანსება გააგრძელონ. განსხვავებით ტრამპისგან, ჰეილიმ კონკურეტს ნიუ ჰეფშირში გამარჯვება მიულოცა.
ნიკი ჰეილი დიდი იმედით უყურებს თებერვალში დაგეგმილ პრაიმერს სამხრეთ კაროლინაში, რომელიც მისი მშობლიური შტატია და იქ გუბერნატორი იყო. თუმცა გამოკითხვების შედეგები მისთვის არასაიმედოდ გამოიყურება და ტრამპი ჰეილის მნიშვნელოვნად უსწრებს. ჰეილისთვის არახელსაყრელ გარემოს ისიც ქმნის, რომ სამხრეთ კაროლინაში გაცილებით მეტი რეგისტრირებული რესპუბლიკელი და ცოტა დამოუკიდებელი ამომრჩეველია, ვიდრე ნიუ ჰემფშირში, რომელიც ჰეილიმ წააგო.
დონალდ ტრამპთან ერთად იზეიმა ნიუ ჰემშირში გამარჯვება ვივეკ რამასვამიმ, რომელიც საარჩევნო მარათონს, ტრამპის სასარგებლოდ, ჯერ კიდევ აიოვაში გამოეთიშა.
დემოკრატებიდან, ნიუ ჰემფშირის პრაიმერი, ბაიდენმა მოიგო, თუმცა ის ბიულეტენებში არ შეუტანიათ, მხოლოდ მიწერილი კანდიდატი იყო და შედეგები არ ეთვლება. რესპუბლიკელების კალენდარში, შემდეგი კენჭისყრა 8 თებერვალს ნევადაში და ამერიკის ვირჯინიის კუნძულებზე გაიმართება. დემოკრატებს კი პრაიმერები, რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ კაროლინასა და ნევადაში ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე აჟიტირებული კომენტარები არის ორმაგი სტანდარტი