ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ოპოზიციიდან წეროვანში ვინ დახვდება აშშ–ის დელეგაციას?
რუსეთის თავდასხმის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებთან რომ ჩადის კონგრესის დელეგაცია – ეგ მაინც დააკომენტარეთ რა მესიჯია ტრამპის ადმინისტრაციისგან.
გორის სოფლებში რა ხდება დღეს, რა ტიპის ტერორია, რამდენი “შიშის ზონაა”, რამდენი გატაცება დაფიქსირდა ბოლო წლებში, რა ტიპის საფრთხეებს აწყდება ხალხი, ე.წ. ჩვენს კონტროლირებად მიწებზე, – მაგ ინფოს და სტატისტიკას ვინ გააცნობს?
ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შევე@ის – ვინ უთარგმნის?
და იქვე, საზღვრებზე რა ხდება, რამდენით მეტი სატვირთო გადის ბოლო წლებში, ვინ მოყვება, ან ნავთობზე, რომელიც არ გვქონდა და მაინც გავყიდეთ და ლოგიკური ეჭვით, რუსეთის?
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოშია.
საელჩოს ცნობითვე, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან.
“მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას” – წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში.




