საქართველოში იმპორტირებული ზეთის ღირებულება 25.4%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს იმპორტირებულია 68.519 მლნ დოლარის ღირებულების 45 345 ტონა მზესუმზირის ზეთი. ეს კი მაშინ, როცა 2024 წელს 54.637 მლნ დოლარის ღირებულების 47 838 ტონა ზეთი შემოვიდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს საქართველოს ზეთის იმპორტი 36%-ით გაუძვირდა. გასულ წელს თუ 1 ლიტრი ზეთის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.5 დოლარი იყო, 2024 წელს ფასი 1.1 დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული ზეთის 83% რუსული იყო. კერძოდ, 2025 წელს რუსეთიდან 56.874 მლნ დოლარის ღირებულების 37 498 ტონა ზეთი შემოვიდა.
ამასთანავე, რუსეთიდან ზეთის იმპორტი წლის ჭრილში 27.6%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2024 წელს ამ ბაზრიდან 44.572 მლნ დოლარის ღირებულების 41 792 ტონა ზეთი შემოვიდა.
რუსული ზეთის იმპორტი 50%-ით გაძვირდა
რაც შეეხება ფასებს, რუსეთიდან 1 ლიტრის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2024 წელს 1 დოლარი იყო, 2025 წელს კი 1.5 დოლარამდე გაძვირდა, რაც ფასის 50%-იან მატებაზე მიუთითებს.
ტოპ-5 ქვეყანა კი, საიდანაც 2025 წელს მზესუმზირის ზეთის იმპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:




