გიორგი ამილახვარი დელეგაციასთან ერთად ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ბაქოში სამუშაო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად განათლების მინისტრი იმყოფება. გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა სექტორული თანამშრომლობა. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლებასა და მეცნიერებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება