სოხუმში აქცია იმართება საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ

სოხუმში „ს საწვავის ასოციაციის“ ორგანიზებით აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციას ეწინააღმდეგებიან.
საწვავის კომპანიები და ადგილობრივები სოხუმში მოჰაჯირების სანაპიროზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსში გადაინაცვლეს. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები დახურულ კარს მიღმა ხვდებიან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ანქვაბს.
16 დეკემბერს ს მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსკლუზიური უფლება „როსნეფტს“ აქვს. ამასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა დაკეტილია, ღიაა მხოლოდ „როსნეფტისა“ და მისგან საწვავის შემსყიდველი კომპანია „პოდოროჟნიკის“ ბენზინგასამართი სადგურები.
23 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტებით დატვირთული ვაგონები, რომლებიც დე ფაქტო საზღვრის რუსულ მხარეს თვეზე მეტია დგას, მალე შევა „რესპუბლიკაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას